გიორგი ვაშაძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 23 იანვარს დატოვებს.
შეგასენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი 24 ივნისს დააკავეს.
გიორგი ვაშაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და თანამდებობის დაკავება 2 წლით აუკრძალა.

















