გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნების“ საკრებულო უპრინციპოა – ისინი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან

„ერთობა – ახალი საქართვლოს“ მერობის კანდიდატი საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, სამარცხვინოა ის პროცესები, რომელიც საკრებულოში მიმდინარეობს და ეს უკანონო პროცესები ამომრჩეველმა 21 ოქტომბერს უნდა დაასრულოს.
„ქართული ოცნების“ საკრებულო უპრინციპოა და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დაადასტრურა, რომ ისინი ანგარიშვალდებულები არიან ერთი ადამინის და არა თბილისში მცხოვრებლების და საქართველოს მოქალაქეების წინაშე. სამარცხვინოა ის, რაც მოხდა საკრებულოში, სამარცხინვოა, რომ ადამიანებს არ აქვთ საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება. ამით “ქართული ოცნება” თვითიზოლაციას ახდენს. მოვითხოვ აიკრძალოს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ქონების გადაცემა გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. მსგავსი პროექტი უნდა იყოს გატანილი აუქციონზე, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ობიექტურობას ყველა დაინტერესებული პირისთვის. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩევლმა გაისტუმროს ხელისუფლებიდან “ქართული ოცნება”, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტ უკანონობას ექნება ადგილი“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ამდენ წარმატებულ ქალბატონს ვხედავ
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს წინ დაკავებულებთან ადვოკატს, საშვთან დაკავშირებული პრობლემის გამო, არ უშვებენ