გიორგი ვაშაძე: ქართული დიპლომატია დაკავებულია უსაქმურობით

ქართული დიპლომატიის მორიგი ჩავარდნა – ასე აფასებს სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო შეერთებული შტატების კონგრესის მიერ 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ გამოქვეყნებულ დადგენილებას. გიორგი ვაშაძის თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

ახალი საქართველოს ლიდერი მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარადგინოს ანგარიში, თუ რა გახდა ამ წარუმატებლობის მიზეზი.

„ქართული დიპლომატია დაკავებულია უსაქმურობით, ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. ეს არის საგანგაშო ფაქტი, როდესაც საუბარია უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაზე და აღარ არის საუბარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. მოვითხოვთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, გაკეთდეს განმარტება, თუ რა ნაბიჯები გადადგეს მათ იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ყოფილიყო ჩანაწერი და მეორე – ვფიქრობთ, რომ დაუყოვნებლივ დასაწყებია მოლაპარაკებები უკრაინასთან, რომ დეოკუპაციის პროცესში ჩვენ გვქონდეს საერთო სტრატეგია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ გაქრეს საერთაშორისო განხილვის თემიდან,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე: დათა ახალაიას ადვოკატი ბინძურ და ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს
შემდეგი სტატია2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე თავდაპირველად, დეპუტატები უმცირესობა-უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ