გიორგი ვაშაძე: “ქართულ ოცნებასთან” კოალიციის პერსპექტივას ამ ეტაპზე არ განვიხილავ

“ქართულ ოცნებასთან კოალიციის პერსპექტივას ამ ეტაპზე არ განვიხილავ,”- ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძე ამბობს, რომ საარჩევნო ბლოკი ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს და ხელისუფლების დამოკმპლექტებას პარტიული ძალებით აპირებს, თუმცა ვაშაძე არ გამორიცხავს, სამომავლოდ, შედეგებიდან გამომდინარე, გეგმები გადაიხედოს.

“ეს არ არის კომპრომისი, ეს არის ბრძოლა გამარჯვებისთვის. გულწრფელად გეუბნებით, რომ არ მსურს გირჩსა და ბურჭულაძის განხეთქილებაზე საუბარი. მე ვარ კოალიციაში. ჩვენ ვართ ოპოზიციური ბლოკი, რომლის მიზანია, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება უნდა დასრულდეს, ამიტომ ვდგავარ აქ. ჩვენ გვინდა ხელისუფლების შეცვლა, ჩვენ კოალიციურ მთავრობებზე არ ვსაუბრობთ, მე ერთ რამეს ცალსახად ვამბობს, რომ ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ქართულ ოცნებასთან კოალიციის პერსპექტივას არ განვიხილავ ამ ეტაპზე,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში დაბრუნებას არ აპირებს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი მერაბ ქვარაიას დებატებში იწვევს