„თქვენ მოგაქვთ ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენ მოგვაქვს სიკეთე და გაერთიანება. 41-ს თუ ხაზავ, ბოროტებასა და სიძულვილის ენას აძლევ ხმას. თუ 5 ნომერს ხაზავ, გაერთიანებას აძლევ ხმას.“ – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძე საუბრისას ასევე ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ „ოცნებამ“ კორუმპირებული სისტემა შექმნა.
„აბა თქვენ გქონდეთ 300 ლარი ხელფასი და თუ ჩათვლიდით თავს დასაქმებულად, ძვირადღირებული მანქანებით რომ დადიხართ, ამიტომ ძალიან მარტივია არჩევანი ამ ორს შორის. ჩვენ როცა ეს გამოვაცხადეთ, ისინი უეცრად აღშფოთდნენ, ლანძღვა გინებაზე გადმოვიდნენ, რატომ? იმიტომ, რომ სათქმელი არაფრი არ აქვთ. მე ვეკითხები “ქართული ოცნების” ლიდერებს რა გააკეთეთ 12 წლის მანძილზე ქვეყანაში. მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან? წავიდა, შობადობა 20 ათასით შემცირდა? შემცირდა სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყანაში მასიურად არის ყველგან? – არის, პენსიონერს წამალსა და საკვებში შორის არჩევანის გაკეთება უწევს? უწევს. რეგიონებში ჩადით ნახეთ დაცლილია სახლები, აბა რა გააკეთეთ? მე გეტყვით რა გააკეთეთ, შექმენით კორუმპირებული სისტემა, თქვენ ხართ უკიდურესად მდიდრები, აღარ იცით რაში დახარჯოთ ფული, ფუფუნებაში ცხოვრობთ, ხალხი არის გაჭირვენული. ეს უნდა დასრულდეს და ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ მოგვაქვს ამერიკული, ევროპული, ინვესტიციები საწარმოები, დასაქმება, შემოსავლები, კარგი განათლება, კარგი პენსიები პენსიონრებისთვის, წარმატება, აღმშნებლობა, პოზიტივი.
თქვენ მოგაქვთ ბოროტება და დაპირისპირება, ჩვენ მოგვაქვს სიკეთე და გაერთიანება. 41-ს თუ ხაზავ, ბოროტებასა და სიძულვილის ენას აძლევ ხმას. თუ 5 ნომერს ხაზავ, გაერთიანებას აძლევ ხმას, ერთად დგომასა და წინსვლას აძლევ ხმას. ამიტომ, არჩევანი მარტივია, ოცნება უნდა გავუშვათ მოუსავლეთში, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და წავიდეთ ევროპისკენ. ეს ისარი მიდის ევროკავშირში. ყველას, ჩემო ძვირფასებო, გექნებათ ევროკავშირის პასპორტი, როგორც ყველაზე დაცული პასპორტი მსოფლიოში.“- განაცხადა ვაშაძემ