გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას”: “ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო… ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!”

“ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო… ასე როგორ გაიყიდეთ ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!

არ იცით ვინ დაესხა თავს თავისუფლების მოყვარე ახალგაზდებს 9 აპრილს რუსთაველზე? ან როგორ უსირცხვილოდ იმეორებთ როდიონოვის ვერსიას, რომ ხალხი ჭყლეტაში მოყვაო? მაგრამ არ მიკვირს თქვენგან!

გენერალი ლებედის – ცხრა აპრილის ერთ-ერთი ჯალათის მთავარ დამფინანსებელს – ივანიშვილს და მის რეჟიმს, რა საერთო გაქვთ 9 აპრილის გმირებთან ან საქართველოს თავისუფლებასთან?-არაფერი!

შეწყვიტეთ ძალადობა, ცრუ პროპაგანდა და ტალახის სროლა!

ეს ვერ გიშველით და გამოგიყვანთ კრიზისიდან.

თქვენთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!” -აცხადებს  გიორგი ვაშაძე

banner
წინა სტატიაში„ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდიტრო ნაწარმით, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
შემდეგი სტატიააჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავა