პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის გზავნილი ევროკავშირისთვის – “არ მოგვცეთ სტატუსი”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბორელის ვიზიტის შემდეგ, რომელმაც მკაფიოდ თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ევროინტეგრაციის პროცესს არ წაადგება, “ქართული ოცნების” მხრიდან ეს ნაბიჯი ბრიუსელისთვის არის გზავნილი, რომ მათი არჩევანი რუსეთია.
“პრეზიდენტის იმპიჩმენტს აქვს ორი კონკრეტული, მკაფიო მიზანი “რუსული ოცნების” მხრიდან. პირველი, ესაა გზავნილი ევროკავშირს – “არ მოგვცეთ სტატუსი”, მეორე – ეს კეთდება იმისთვის, რომ გადაიფაროს სხვა თემები. ბორელის ვიზიტის შემდეგ ამ საკითხის მყისიერი გააქტიურება მიზნად ისახავს იმას, რომ ევროკავშირის უმაღლეს დელეგაციას ზურგში მიაყოლოს და ბრიუსელს გაუგზავნოს გზავნილი, რომ “ჩვენ არ ვაპირებთ შეცვლას, ჩვენი არჩევანია რუსეთი, დაგვანებეთ თავი, არ გვინდა სტატუსი”. ამას „ქართული ოცნება” ვერ ეღირსება, როგორც უკვე გითხარით, გარანტია მივიღეთ ევროპელების მხრიდან, რომ დეკემბერში საბოლოო “არა”, რომელიც “ქართულ ოცნებას” უნდა, არ იქნება,”- განაცხადა ვაშაძემ.