გიორგი ვაშაძე: პირველი – პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ

ეკონომიის მიზნით ვიეტნამში პატიმრებს გაანთავისუფლებენ

„პირველი – პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. რა თქმა უნდა, შეიძლება, სახელწოდებებში ვერ შევთანხმდეთ, ისინი თვლიან თუ არა პოლიტპატიმრებად, მაგრამ ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტულ მექანიზმზე იყო საუბარი. ამ კუთხით „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რათა ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. მაგალითისთვის, პროკურატურის შუამდგომლობა შეიძლება იყოს ან სხვა მექანიზმი, რომ აღკვეთი ღონისძიება შეეცვალოს თამლიანს, ოქრუაშვილს და რურუას, ხოლო მეორეს მხრივ გიგი უგულავასთან დაკავშირებით შეიძლება გამოყენებული იქნას შეწყალების მექანიზმი. პრეზიდენტის მზაობა, მე როგორც ვხვდები, არის ამასთან დაკავშირებით. მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომ მაქსიმალურად პროპორციული მისწრაფება გათვალისწინებული იქნება ამ არჩევნებში, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატი.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ არ მოხდება დაჭრა მაჟორიტარული ოლქების და იქნება მაქსიმალურად თანაბრად გადანაწილებული, ისე როგორც ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში და მეოთხე საკითხი – ასევე შევთანხმდით ერთ პროცენტიან ბარიერზე, ბუნებრივ ბარიერზე, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს აღელვებდა“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მიღწეული შეთანხმების ტექსტს ავრცელებს
შემდეგი სტატიამემორანდუმი ითვალისწინებს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას