გიორგი ვაშაძე – პირდაპირი პარალელია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ნავალნის პატიმრობას შორის.

“ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია სააკაშვილის სწრაფი გათავისუფლება” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე ტოლობის ნიშანს სვამს გარდაცვლილი ოპოზიციონერის პატიმრობასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობას შორის.

ნავალნის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, პუტინის რეჟიმმა როგორ დაასამარა დემოკრატია და როგორ გათელა ფეხქვეშ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატულება. პირდაპირი პარალელია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ნავალნის პატიმრობას შორის. ამას არ ვამბობ მე. ამას ამბობს და აჭრელებულია მთელი საერთაშორისო მედია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან”, – ამბობს ვაშაძე.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ოლეგ ტინკოვი და ნიკიტა კუკუშკინი „უცხო ქვეყნის აგენტებად“ გამოაცხადა
შემდეგი სტატიაზელენსკი პუტინზე: მათ უნდა იცოდნენ, რომ აირჩევენ მკვლელს