13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

გიორგი ვაშაძე: პატრიარქმა ერის გაერთიანება შეძლო, თუნდაც დღევანდელი დღით

სამების საკათედრო ტაძარში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოჯახთან ერთად  მივიდა.

„პატრიარქმა ერის გაერთიანება შეძლო, თუნდაც დღევანდელი დღით. ვისურვებდი, რომ ეს ერთიანობა იყოს ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ ძლიერი და ერთიანი საქართველო უნდა ავაშენოთ.

მან ბევრი რამ გააკეთა ცხოვრების განმავლობაში, ეპოქალური ადამიანი იყო და დიდია მისი წვლილი საქართველოს ავტოკეფალიის საერთაშორისოდ აღიარებაში, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის ფუნდამენტი და საფუძველია. ის, თუ როგორ მიაგებს მას ქართველი ერი პატივს, მის პიროვნებაზე მიანიშნებს.

ამიტომ, მინდა ქვეყანაში ერთიანობა ვისურვო, რომლისთვისაც ის ძალიან ხშირად საუბრობდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ამ ერთიანობას, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, საფუძვლად დავუდებთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: აი, ნამდვილი მიზეზი თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია კობახიძეზე: 2 დღე ვერ მოიცადა კაცმა, ორბანთან გაიქცა, იქნებ ამერიკელებს დამალაპარაკოსო