გიორგი ვაშაძე : პატრიარქისგან კონკრეტული რეკომენდაციები მოვისმინეთ

პატრიარქისგან კონკრეტული რეკომენდაციები მოვისმინეთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის უფროსმა გრიგოლ ვაშაძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

​„პატრიარქთან ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რაც დღეს არის ქვეყანაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნები და დავიწყოთ მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილების პროცესი. მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა ჩვენს მოქმედებასთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი იმ თავდასხმებზე, რომელიც ჩვენს წევრებზე იყო. მათ შორის, ახალქალაქში, კასპში და მარნეულში და ვთხოვეთ მას დახმარება რადგან აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან. ვთხოვეთ დახმარება, რომ რამენაირად დავამშვიდოთ და დავაწყნაროთ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა. მოვისმინეთ კონკრეტული რეკომენდაციები მისი მხრიდან და აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა საკითხს, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. მინდა ვთქვა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით და დახმარებით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობიანი პროცესი ქვეყანაში და მშვიდობიანად ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საპატრიარქოში შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე : პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნის და დატერორების ობიექტი
შემდეგი სტატიავატო შაქარიშვილი : სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდა მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც პარლამენტში წარადგინა