გიორგი ვაშაძე პარლამენტის წინ ავტომობილის უკანონო გაჩერებისთვის დააჯარიმეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მისული გიორგი ვაშაძე მედიასთან განცხადებას აკეთებდა, რა დროსაც მასთან მივიდა საპატრულო პოლიციელის წარმომადგენელი, რომელმაც მიმდებარე ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანა მოსთხოვა. ვაშაძის თქმით, მან სამართალდამცველებს სთხოვა, რომ საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე ცოტა ხნით გააჩერებდა მანქანას, რაც მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს. საბოლოოდ უთანხმოება დასრულდა იმით, რომ სამართალდამცავებმა გიორგი ვაშაძე დააჯარიმეს, ავტომობილი კი ევაკუატორით საჯარიმოზე გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა პირობა არ შეასრულა – მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისსა და პანკისში აქციებს აანონსებს
შემდეგი სტატია„წულუკიანის საქმიანობა ქვეყნის რეპუტაციას უქმნის პრობლემებს და ბევრს არც მმართველ გუნდში უყვარს“ – ეკა გიგაური