გიორგი ვაშაძე პაპუაშვილს – ცოტა თანაგრძნობა მაინც რომ გამოიჩინოთ ხალხთან მიმართებით, რამე დაგაკლდებათ? – რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ?!

„ბატონო შალვა, თქვენს გამოსვლაში სად ჩანდა ადამიანი და მისი პრობლემები? სად იყო თანაგრძნობა? რომ 12 წლის მანძილზე, საქართველო მოქალაქეები მიტოვებულები არიან თავიანთ პრობლემებთან, უმუშევრობაში, ეკონომიკურ სიდუხჭირეში, სიღარიბეში.” – ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში შალვა პაპუაშვილის ანგარიშის წარდგენისას.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, პაპუაშვილის გამოსვლაში ადამიანის რეალურ პრობლემებზე – ფასების ზრდაზე, მძიმე დემოგრაფიულ ვითარებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე საუბარი არ ყოფილა:

„ბატონო შალვა, ან თქვენს გამოსვლაში, ან მანამდე პრემიერის გამოსვლაში, ან ბიძინა ივანიშვილის მესამედ მობრუნების განცხადებებში, სად ჩანდა ადამიანი და მისი პრობლემები? სად იყო თანაგრძნობა? რომ 12 წლის მანძილზე, საქართველო მოქალაქეები მიტოვებულები არიან თავიანთ პრობლემებთან, უმუშევრობაში, ეკონომიკურ სიდუხჭირეში, სიღარიბეში, ეს ყველაფერი სად ჩანდა თქვენს გამოსვლაში.

ნუთუ ოდნავი თანაგრძნობა არ შეიძლება რომ გამოხატოთ იმ 800 000 ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომელიც თქვენი მმართველობის დროს წავიდა ქვეყნიდან, ან იმ ასობით ათას ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომელიც უმუშევრადაა დარჩენილი?! ჩემო კარგებო, რაც არ უნდა იყვიროთ, ეს არის რეალობა, რაშიც ხალხი ცხოვრობს და ამ რეალობას თქვენგან პასუხი სჭირდება, ბატონო შალვა, რატომ არაფერი არ თქვით, იმ მძიმე ვითარებაზე, რაც შობადობის კუთხითაა საქართველოში, ეს არის რეალობა, რომელშიც ხალხი ცხოვრობს.

ფასების ზრდა, შემოსავლოს კლება, ადამიანების ქვეყნიდან წასვლა, უმუშევრობა, სიღარიბე და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დამაპირისპირებელი ტონალობა რამე პასუხს გასცემს ადამიანების პრობლემებს? ცოტა თანაგრძნობა მაინც რომ გამოიჩინოთ ხალხთან მიმართებით, რამე დაგაკლდებათ? რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ და ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში. თქვენ, როგორც მმართველმა ძალამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ გამაერთიანებლის ფუნქცია გქონოდათ და არა ის დაპირისპირების რიტორიკა, რომლითაც გაჟღენთილი იყო თქვენი გამოსვლა. სად არის ადამიანი, სად არის მისი პრობლემები?!”- განაცხადა ვაშაძემ

banner
წინა სტატიაში“არ არსებობს ნათელი გეგმა და პროექტი, თუ რა და როგორი უნდა აშენდეს“ – ვახტანგ კალოიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა