გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძესთან რჩება

გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძის პარტიაში რჩება.

განცხადება გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ერთიანობა და ერთიანი ძალებით ბრძოლა.

„ვფიქრობ, რომ გუნდი, რომელიც შეკრულია ჩვენს გაერთიანებაში, არის გუნდი, რომელსაც აქვს გეგმა, სტრატეგია, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, როგორ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე. რაც მთავარია, აქვს ადამიანური რესურსი, რათა ეს ყველაფერი გააგრძელოს. მთელი დღის მანძილზე გვქონდა საუბრები, კონსულტაციები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით და მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას, საარჩევნო ბლოკის სახით და და ვაპირებთ, რომ მაგარი შედეგი დავდოთ და ყველა გავაოცოთ. ჩვენ გვინდა საზოგადოების მხარდაჭერა, რომ პოლიტიკური თამაშები დამთავრდეს ქვეყანაში და ქვეყანამ დაიწყოს საქმის კეთება”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და „NATIVE GEORGIAN“ -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც განაგრძობს ბრძოლას