15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

გიორგი ვაშაძე: “ოცნება” ნერვიულობს, ჩვენი ამოცანაა იატორიული მისიის შესრულება

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან 26 მაისის მსვლელობასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.

„ვიცით, „ქართული ოცნება“ ნერვიულობს, ჩვენ გვექნება მშვიდობიანი დიდი თავყრილობა. ჩვენი ამოცანაა იატორიული მისიის შესრულება, საქართველო მართლა გავიყვანოთ სამშვიდობოს, გავხადოთ ევროკავშირის წევრი და, რაც მთავარია, ამისთვის გავაერთიანოთ და ერთ მუშტად შევკრათ საზოგადოება. „ოცნების“ ამოცანაა, გაგვგლიჯოს და დაგვაპირისპიროს. მათ არასოდეს ავყვებით. ამიტომ 26 მაისს, საღამოს 19:00 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველზე. თბილისში ყოველდღე დავდივართ, ორშაბათიდან გამომყევით და ნახავთ, თუ არ ვაკეთებთ ძალიან ბევრს, როგორ შეგხვდება და დაგხვდება ძალიან ბევრი ადამიანი. მათგან განსხვავებით, არც დაცვა გვეყოლება და არც რაღაც ჯებირებს დადგამენ ჩვენ გარშემო. ვივლით ხალხში, როგორც ახლა ვდგავარ აქ. წარმოიდგინეთ, აქ მოსასვლელი პირიც კი არ აქვთ, ამ დღეში ჩაიგდეს თავი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე: ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის პროკურორი – ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ