გიორგი ვაშაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ყოფნის დროს, დესტაბილიზაციის გეგმა არ არსებობდა

„ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დესტაბილიზაციის გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაციის უკან სპეცსამსახურების კვალს ხედავს.

“თუ რამე კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, მათ ეს უნდა გამოაქვეყნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის შექმნილი ფონი იმისთვის, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის დაპირისპირება გადაიტანონ პოლიტიკურ სპექტრში. “ქართულ ოცნებას” არანაირი დაპირება არ აქვს მოსახლეობისთვის და ერთადერთი, რაზეც ის თავის საარჩევნო კამპანიას აგებს, ეს არის ზიზღი „ნაციონალური მოძრაობის” მიმართ,” – განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მისი “ნაციონალურ მოძრაობაში” ყოფნის პერიოდში, მსგავსი გეგმა არ არსებობდა.

“სამართალდამცველებმა ეს საქმე უნდა გამოიძიონ და ჭორაობის ნაცვლად უნდა გადავიდეთ საქმის კეთებაზე,” – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის ქართველი ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, რომლებმაც თავი გაწირეს აფხაზეთში
შემდეგი სტატია(+აუდიო) ინტერნეტში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა