გიორგი ვაშაძე : მივმართავ გახარიას – ნუ გეშინია, მოდი დებატებზე და ღირსეულად მიიღე ეს გამოწვევა

მივმართავ გახარიას – ნუ გეშინია, მოდი დებატებზე და ღირსეულად მიიღე ეს გამოწვევა. მე ამ დებატებზე წარმოვადგენ საზოგადოების უმრავლესობას, რომელსაც კითხვები აქვს თქვენთან, თქვენ კი წარმოადგენთ ვიწრო პარტიულ ჯგუფს, რომელსაც მხოლოდ ფულის კეთება უნდა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც მათთვის არის ცნობილი, გიორგი გახარია დებატებზე მამუკა მდინარაძის გამოგზავნას აპირებს.

„დღეს არის 15 ოქტომბერი და 22:30 საათზე უნდა შედგეს დებატები ჩემსა და გახარიას შორის. ჩვენი ინფორმაციით, ის შეუშინდა ამ დებატებს და აპირებს მამუკა მდინარაძის გამოგზავნას. მე მარტივი კითხვა მაქვს, მამუკა მდინარაძეა სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი თუ გიორგი გახარია?! რეალურად ეს არის ის, რომ გიორგი გახარიას ეშინია, არიდებს კითხვებს თავს, მას არ აქვს პასუხი იმ უამრავ პრობლემაზე რაც დღეს არის ქვეყანაში, მას არ აქვს პასუხი იმ მოპარულ მილიონებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ფულის მკეთებელმა გუნდმა ჯიბეში ჩაიდო და მას ეშინია იმ ახალი ფაქტების, რომელსაც დღეს საღამოს მე ეთერში გავასაჯაროებ. 22:30 საათამდე კიდევ არის დრო და ველოდები 22:30 საათზე გიორგი გახარიას დებატებში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ პრემიერი გიორგი გახარია დებატებში გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ზუგდიდში, ათი კი სენაკში დაფიქსირდა
შემდეგი სტატია„გილოცავთ! აიზილეთ, გადაიზილეთ და ლოღნეთ ერთმანეთი“ – სტეფანე კოვიდინფიცირების 919 შემთხვევაზე