გიორგი ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილმა ბევრი გააკეთა ქვეყნის განვითარებისთვის

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

axali saqartvelo

მიხეილ სააკაშვილმა ბევრი გააკეთა ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ ვერ შეძლო კულუარული მართვიდან გამოსვლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა გიორგი ვაშაძემ ახალი პლატფორმის – “ახალი საქართველოს” პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ჯიბის პარტია, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის გადაწყვეტილებების შემსრულებელია, მან ვერ შეძლო სიღარიბის დასრულება, „ნაციონალური მოძრაობისგან“ შემქნა მტრის ხატი. ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს.

„ჩვენ სრულიად სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ, უნდა დასრულდეს დაპირისპირება, აგრესია. გამაერთიანებლის ჟინით ვიწყებთ, ყველანი ერთად მძლავრად ვიქნებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ახალი საქართველო ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ახლა საქართველო ფიზიკური შრომის ექსპორტის ქვეყანაა.

“ჩვენ აქ უნდა დავსაქმდეთ, აქ უნდა გვქონდეს შემოსავალი და რაც ყველაზე მთავარია ეს ყველაფერი უდნა იყოს ცოდნაზე დაფუძნებული. ახალი საქართველო ეს არის ღირსეული და პატივსაცემი სიბერე. ყველას უნდა ჰქონდეს სამუშაო ადგილი და პენსიონერს ღირსეული პენსია“, – განცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი უძილაური: ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ახალი ფორმატი ხვალ დაანონსდება
შემდეგი სტატიაქაბულში ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა