გიორგი ვაშაძე – კვირას იმიტომ ვიკრიბებით, რომ ჩვენი მხარდამჭერები გვთხოვენ მათთან კომუნიკაციას

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კვირას მათ მიერ დაგეგმილი აქცია ოპოზიციის მხარდამჭერების მოთხოვნით ტარდება. ვაშაძის თქმით, ამ დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და საარჩევნო გარემოს შეცვლას მოითხოვენ.

„კვირას იმიტომ ვიკრიბებით, რომ ჩვენი მხარდამჭერები გვთხოვენ მათთან კომუნიკაციას. ჩვენი მოთხოვნები გაჟღერებულია – ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემოს სრული ცვლილება. ეს არის იმ უკანონობების აღმოფხვრა ქვეყანაში, რაც ხდებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რასაც ვერ დავარქმევთ ვერც დემოკრატიას, ვერც არჩევნებს. ჩვენ ვაქვს აბსოლუტურად რაციონალური და სწორი მოთხოვნები.

და რაც ყველაზე მთავარია, მაქვს კითხვა „ქართულ ოცნებასთან“ – რას ფიქრობენ, როგორ ხედავენ ამ რთულ მდგომარეობას, რაშიც არის ქვეყანა. რა არის მათი გზავნილი. ისევ ასე აპირებენ, რომ ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად? ისევ ისე აპირებენ გაგრძელებას?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მისი დაძლევის საკითხებზე გაეროს თემატური ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, შეხვდა