გიორგი ვაშაძე კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

დეპუტატი გიორგი ვაშაძე კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციის ლიდერების მიმართ ღია ძალადობა არის კრიმინალი, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება.

”ის, რომ ამას ბედავენ დღისით და საჯაროდ და ის, რომ არ არის ადეკვატური რეაგირება ძალოვანი უწყებების მხრიდან, კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას და მმართველი გუნდის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა დეკლარირება, რომ ის აპირებს ბრძოლას ღია ძალადობის გზით. აღვივებს რა ძალადობისა და შურისძიების მუხტს, ცდილობს გადაფაროს თავისი წარუმატებლობა. ძალადობის პოლიტიკა აგრძელებს ქართული პოლიტიკისათვის დამახასაითებელ საზოგადოების პოლარიზაციის, აგრესიის და დესტრუქციის დამანგრეველ “ტრადიციას”. ხელმოცარული პოლიტიკური ძალები თვითდამკვიდრებას ცდილობენ ძალადობის გზით. კონფრონტაცია დამანგრეველია ჩვენი საზოგადოებისთვის. ქვეყნისთვის აუცილებელია ახალი პოლიტიკური პარადიგმა, ახალი პოლიტიკური მიდგომები და მექანიზმები, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე, მომავალსა და აღმშენებლობაზე. დროა, დამთავრდეს ძალადობა, რათა გაჩნდეს რეალური კონკურენცია რეალურ პოლიტიკოსებს შორის და პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციის შენარჩუნების საფუძველი იყოს არა ვის სცემ, ან ვინ გცემს, არამედ რაციონალური და გრძელვადიანი განვითარების ხედვა, უნარი დანაპირების შესრულების. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ძალადობა უნდა დამთავრდეს, გამოვლინდნენ და დაისაჯონ როგორც უშუალოდ მონაწილეები, ასევე, ის მოხელეები, რომლებსაც ევალებოდათ უსაფრთხოების დაცვა”, – ნათქვამია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ვერ და არ ვაპატიებ მათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ქვას ესვრის”
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” კანდიდატი მის მიერ გაკეთებულ კომენტარს განმარტავს