გიორგი ვაშაძე: კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ როგორ გავაგრძელებთ

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე პოლიტიკოსები კომენტარებს აკეთებენ. პოლიტიკური პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი იყო, სწორედ ამიტომ, ყველას სჭირდება იმის გააზრება თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალაა აქტიურად, მით უკეთესია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის:

„ქვეყნის განვითარებაში ოპოზიციის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მეტი პოლიტიკური ძალა იქნება აქტიურად პოლიტიკაში, მით უკეთესია და მით უფრო ჯანსაღი იქნება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები. გვექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ გავაკეთებთ საბოლოო განცხადებას, როგორც ვიმოქმედებთ და როგორ გავაგრძელებთ. პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ არცევნების შედეგები ბევრისთვის იყო მოულოდნელი. რა თქმა უნდა ყველას სჭირდება გააზრება და გადახარშვა იმ პროცესის რაც ხდება დღეს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან სამუშია: წარმოუდგენლად მიმაჩნია, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ვინმე თანამდებობაზე დაინიშნოს
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა პუტინის ვიზიტი გააუქმა