გიორგი ვაშაძე – ხელისუფლება შეიცვლება, „ოცნება“ 43%-ს ვერ დააგროვებს

„ედისონ რისერჩი“ უჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ დააგროვებს, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევებს.

მან დედაქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის რეიტინგზეც ისაუბრა, რომლის მიმართაც „ედისონ რისერჩის“ კვლევის თანახმად გამოკითხულთა 50%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს და აღნიშნა, რომ ის კახა კალაძეს „ძალიან დაბალ შანსს უწინასწარმეტყველებს, რომ მერობა შეინარჩუნოს“.

„ედისონ რისერჩი“ უჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ დააგროვებს. ძალიან კარგად ჩანს, რომ ის სტრატეგია, რაც „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს, გამარჯვების სტრატეგიაა, მაქსიმალურად მეტი ხმა უნდა გამოვიტანოთ.

პირად რეიტინგში ძალიან მაღალი გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრს ჯერ კიდევ ვერ ავუხსენით, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე პოლიტიკური ძალაა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პარტიის რეიტინგი გაიზარდოს.

რაც შეეხება კახა კალაძეს, კახა კალაძის მხილებებს დაელოდეთ, ძალიან დაბალ შანსს ვუწინასწარმეტყველებ, რომ მერობა შეინარჩუნოს“, – აღნიშნავს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიბოტკოველი – ჩვენი მხრიდან იქნება ძალიან კონკრეტული და მწარე კითხვები, რომელზეც პრემიერს პასუხის გაცემა მოუწევს
შემდეგი სტატიავახტანგ ძაბირაძე – გიორგი გახარია ამ ეტაპზე თავის ტკივილია „ქართული ოცნებისთვის“