გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდეს უარი თქვას მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდეს უარი თქვას მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებაზე. მისივე თქმით, მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

მან ამის შესახებ თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა.

“მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს, უარი თქვას საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების განზრახვაზე, სიძულვილის, აგრესიულ რიტორიკაზე და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გადავწყვიტოთ მოლაპარაკებისა და კომპრომისების გზით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა კანონის და ისტორიის წინაშე დაგეკისრებათ სრული სიმკაცრით! ყველას უნდა გვესმოდეს, სამოქალაქო დაპირისპირება ჩამოშლის სახელმწიფო ინსტიტუტებს, დააზარალებს ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ, რაც შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი არჩევანია!”, – წერს გიორგი ვაშაძე

banner
წინა სტატიაშიმოიწვიონ ოფისში დიპლომატები და ჟურნალისტები რომ ყველა დარწმუნდეს, არანაირი იარაღი არ არსებობს – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მიმართვას