“დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში ისევე, როგორც აქ, საქართველოში, – ასე აფასებს “ერთიანობის” ლიდერი და “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ დონალდ ტრამპზე შეიარაღებულ თავდასხმას. ოპოზიციონერი ლიდერი ექსპრეზიდენტზე თავდასხმას გმობს და დემოკრატიის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, საართველოს ხელისუფლებას სურს, ქვეყანას დემოკრატიის კარი ჩაუკეტოს და სიღარიბეში დატოვოს.
ჩვენ ვგმობთ თავდასხმას დონალდ ტრამპზე და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.
დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში ისევე როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს ჩაგვიკეტოს კარი დემოკრატიისკენ და დაგვტოვოს სიღარიბეში.
სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა დემოკრატიებთან მთელს მსოფლიოში, ჩვენმა მთავრობამ გაანადგურა ურთიერთობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან.
იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-სთან ერთად, ეს ხელისუფლება მათ შეურაცხყოფას აყენებს კონსპირაციებით. საგანგაშოა დღევანდელი მთავრობის განცხადებები.
შეძრწუნებულები ვართ მათი პასუხით, რომელიც ხაზს უსვამს მათ მცდელობებს კიდევ უფრო გააფუჭონ და საბოლოოდ გაწყვიტონ ურთიერთობები ჩვენს მოკავშირეებთან, – განაცხადა ვაშაძემ.