გიორგი ვაშაძე: გულახდილად ვიტყვი, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ახლა არ მიწევს ამ მარაზმში ყოფნა

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2012 წლის მარცხის შემდეგ,“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ამომრჩეველი ელოდა რეალურ რებრენდინგსა და კარდინალურ განახლებას. ამისთვის კი კარგი პერიოდი იყო 2013-2015 წლები.

“ნაციონალური მოძრაობის” ძლიერი მხარე, იყო ერთის მხრივ, მისი ერთგული ამომრჩეველი და მეორეს მხრივ, პროფესიონალი ტექნოკრატი-რეფორატორები. პირველები დღევანდელმა ლიდერებმა გამოიეყენეს და არჩევნების შემდეგ, აზრის გამოხატვაც კი აუკრძალეს, ხოლო მეორეებისაგან, არავინაა წარმოდგენლი საპარლამენტო სიაში. მე, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად, ვთავაზობდი რეფორების კონკრეტულ გეგმას 2013-15 წლებში, რომელიც არა უბრალოდ ახალი სახეების ფასადად გამოკიდებას, არამედ სისტემურ ცვლილებებს გულისხმობდა. დღევანდელი ენმ-ს აპარაჩიული ლიდერების აქტიური წინააღმდეგობის გამო ეს არ განხორციელდა. რასაც ხელს უწყობდა მიხეილ სააკაშვილის დუმილი ასეთ მომენტებში. ნებისმიერი დისკუსია პრობლემებზე განიხილებოდა ლამის ღალატად და მკაცრად ტაბუირებული და გასაიდუმლოებული იყო“- განაცხადა ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ვაშაძის პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს.

“დაბრალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიყიდა უბრალოდ სასაცილო და უპასუხისმგებლოა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სააკაშვილის მხრიდან პროცესების არაადეკვატურ შეფასებაზე. მასთან და პარტიის სხვა ლიდერებთან არაერთხელ მისაუბრია ყველა პრობლემაზე რაც პარტიის შიგნით იყო, მათ შორის პირადად მიხეილ სააკაშვილთან, აპრილში ნაციონალური მოძრაობის დატოვებამდე ერთი კვირით ადრე, რა დროსაც კარგად ავუხსენი, რატომ ვეღარ ვხედავდი ჩემს ადგილს იმ სტალინურ-აპარატჩიკულ მენეჯმენტში. თუმცა, მაშინ სააკაშვილი პარტიის კულუარულ მმართველებთან, საკუთარი დუმილით კვლავ კომპრომისზე წავიდა. მე მაშინ ვუთხარი კიდეც, რომ საბოლოოდ ეს დასრულდებოდა არჩევნებში მარცხით და მისი ენმ-დან ჩამოშორებით, რაც მოხდა კიდეც”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სწორედ „ნაციონალების“ დღეს ურთიერთმოკინკლავე ლიდერების გამოყენებით, ივანიშვილმა მოახდინა ჯერ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის პოლიტიკურიდან, ისტერიულ ველში გადაყვანა, გარემოს პოლარიზაცია და შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობის “გაპრავება”.

„გულახდილად ვიტყვი, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ახლა არ მიწევს ამ მარაზმში ყოფნა.“- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის სპეცსამსახურები: რუსეთი შესაძლებელია არჩევნებში ჩაერიოს
შემდეგი სტატიაპრემიერი: სურვილი მექნებოდა, რომ პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარიმართოს