გიორგი ვაშაძე – გინდათ იყოთ მაჩანჩალები – არ მოგვცეთ ხმა, გინდათ იყოთ ლიდერები – მოგვეცით ხმა

სხვა პოლიტიკური პარტიები გთავაზობენ, რომ ვიყოთ მაჩანჩალები, ჩვენ გთავაზობთ, ვიყოთ ლიდერები. გინდათ იყოთ მაჩანჩალები? არ მოგვცეთ ხმა, გინდათ იყოთ ლიდერები? მოგვეცით ჩვენ ხმა, – განაცხადა “გიორგი ვაშაძე, ერთობა -ახალი საქართველოს” ლიდერმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების სიის წარდგენისას.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყანას დღეს ერთიანობა სჭირდება.

„დღეს ჩვენ დაგარკული გვაქვს მიზანი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენ საზოგაოდებად ვერ შევდგებით ვერასდროს, თუ არ გვექნება საზოგადოებრივი მიზანი. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვერთიანდებით, როცა მტერი შემოგვიტევს. 2008 წელს ვიყავი ძალიან ამაყი, როდესაც მთელი საქართველო გამოვიდა და ჯაჭვი შეკრა, არავის ახსოვდა პოზიცია და ოპოზიცია. ამ ყველაფერმა რომ გადაიარა, ისევ დავუპირისპირდით ერთმანეთს, ამიტომ საჭიროა ერთიანი მიზანი, ერთიანობა. ეს ადამიანები, ვინც მე წარმოგიდგინეთ, არიან ადამიანები ვისაც შეუძლიათ საქართველო წარმოადგინონ ლიდერთა შორის, მათ ეს შეუძლიათ“, -აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა ბირთვული მიზნების ბოლომდე განხორციელებით იმუქრება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს წარადგენს