გიორგი ვაშაძე – გილოცავთ გამარჯვებას, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება დიდი ძალისხმევის შედეგია

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული დიდი ძალისხმევის შედეგია.

„გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ეს არის დიდი ძალისხმევის შედეგი. გახსოვთ თქვენ გასული წლის ნოემბერი, როცა „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ აღარაფერი აღარ შეიცვლებოდა კონსტიტუციაში. მათ ჩვენი ერთიანობით, და სწორედ ამ ერთიანობაშია ძალა, ხალხის, ოპოზიციის, საერთაშორისო საზოგადოების წნეხით დღეს მესამე მოსმენით მიიღეს კანონი“, – განაცხადა ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა, თუმცა გასათავისუფლებელია გიორგი რურუა.

„ეს არის 8 მარტის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულება, მაგრამ ამასთან ერთად, სრულად რომ შესრულდეს შეთანხმება, მათ უნდა აიღონ ხელი პოლიტიკურ დევნაზე, რურუა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს არის განუხრელი მოთხოვნა, რაც ოპოზიციას აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთად როცა ვართ, გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ. 31 ოქტომბერს ყველანი ერთად დიდ გამარჯვებას მივაღწევთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში21 სექტემბრამდე თბილისის მეტრო კვლავ შემცირებული გრაფიკით – 23:00 საათამდე იმუშავებს
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი: კრიმინალური ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა ვერაფერი დააკლო დღევანდელი დღის უმნიშვნელოვანეს შედეგს