გიორგი ვაშაძე გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს უპირისპირდება

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბშვილს და დავით ბაქრაძეს უპირისპირდება.

როგორც გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ამომრჩველები ელოდებოდნენ ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებს და ინიციატივებს, მაგრამ ეს არ განხორციელდა.

“ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თავად არის მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისვე თქმით, კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები – გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.

“მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში, ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით.

მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას ვისთან ერთადაც ვიბრძოდით ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობითვის, დროა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“სასამართლოს მიერ მოხდა არასწორი გადაწყვეტილების მიღება” – ომბუდსმენი “რუსთავი 2”-ის საქმეზე
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დახურულ კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა