გიორგი ვაშაძე – ღარიბაშვილმა ტყუილი ჩამოიტანა ბრიუსელიდან

“ქართულმა ოცნებამ” რაც ჩაიდინა, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ეს არის სრული გაშიშვლება დასავლელი პარტნიორების თვალში – ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჩაშლილი მოლაპარაკებების კომენტირებისას.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ააყირავა მოლაპარაკების პროცესი.

ბორელის განცხადება მხარდაჭერად ჩათვალეს, თუმცა ეს იყო წინასწარ მიცემული შესაძლებლობა “ქართული ოცნებისთვის”, რომ კარგი გამოსავალი მოეძებნათ. ღარიბაშვილმა ტყუილი ჩამოიტანა ბრიუსელიდან და ამ ტყუილის სივრცეში აღმოჩნდა “ქართული ოცნება”. ვერც ერთ პროცენტს ვერ ვუშვებ, რომ ვინმემ ხელი გაიშვიროს ოპოზიციისკენ ,-თქვა გიორგი ვაშაძემ “დღის სტუმარში” საუბრისას.

გიორგი ვაშაძის თქმით, დანიელსონის წასვლა არ ნიშნავს რომ “ქუდი დაიხურა და წავიდა”. მისივე პროგნოზით, “ქართულ ოცნებას” საერთაშორისო დონეზე სერიოზული პრობლემები შეექმნება და საქმე სანქციებამდეც მივა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაადვოკატი – ბასილაშვილის საქმეზე დაიკითხება მოწმე, რომელიც ჩადენილ ძალადობას შეესწრო