გიორგი ვაშაძე : გარკვეული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ერთობას აზიანებს

admin
ავტ.: admin ივნისი 2, 2020 12:45

გიორგი ვაშაძე : გარკვეული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ერთობას აზიანებს

“ყველამ უნდა ვიცოდეთ მთავარი არის არა ის რა უნდა გიორგი ვაშაძეს ან რომელიმე პარტიას, არამედ ის რა სჭირდება დღეს საქარათველოს, ჩვენს მოქალაქეებს!”- ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“ძალა ერთობაშია“ ეს ძალიან დიდ შინაარს ნიშნავს. მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარი არის ის – რა სჭირდება დღეს საქართველოს. მე ახლა სასწრაფოდ ჩამოვედი რეგიონიდან, სადაც ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, რომელთაც ნომერ პირველი პრობლემა აქვთ გაჭირვება, შიმშილი და ის თუ როგორ გამოკვებონ ოჯახი. მაგრამ რისი იმედიც მათ აქვთ ეს არის, ჩვენი ერთიანობა, ურღვეობა და ერთიან ბრძოლის ფრონტი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში აზიანებს ამ ერთობას. პირდაპირ გეუბნებით, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვენ ერთიანობის დარღვევას. იმიტომ, რომ გამარჯვება არის ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში“- თქვა ვაშაძემ.

ვაშაძე ამბობს, რომ საზოგადოებას ოპოზიციის ერთიანობის იმედი აქვს და ის ამ იმედს ხალხს არ გაუცრუებს.

“მე მოვიარე რამდენიმე რეგიონი, შევხდი უამრავ ადამიანს ვისთვისაც ერთადერთ საზრუნავს, ერთადერთ საფიქრალს მხოლოდ ის წარმოადგენს რა გააკეთოს, როგორ გამოკვებოს შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახი და ერთადერთი რაც ეიმედებათ ,რისიც სჯერათ და სწამთ ჩვენ ერთიანობაა და უფლება არ გვაქვს მათ იმედები გავუცრუოთ და ერთპარტიული იმპერატიული გადაწყვეტილებებით საფრთხე შევუქნათ გამარჯვების, უკეთესი და ძლიერი საქართველოს იდეას.

მე მჯერა გამარჯვება ახლოსაა და ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას, რადგან ზუსტად ვიცი თუ რამეს ვუხსნივართ, თუკი რამე შეგვიქმნია მხოლოდ საერთო ძალისხმევით და ერთიანიბით მიგვიღწევია მისთვის!

მტერს აშინებს ჩვენი ერთობა და ბუნებრივია ყველანაირად ცდილობს განხეთქილება დათესოს ჩვენში.

მინდა დავამშვიდო და ვუთხრა ყველას, სადაც გიორგი ვაშაძე და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდია ერთადერთი იდეა, ერთადერთი პარტია რასაც ვემსახურებით არის საქართველო და სხვა პარტია, სხვა იდეა ჩვენ არ გვაქვს.

პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ვარ საჯაროობის და ღია დისკუსების მომხრე. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია პრივატული, კულვარული გადაწტვეტილებები, შესაბამისად ჩემთვის გაუგებარია რაზე მსჯელობენ, რას უარყოფენ ანდა გამორიცხავენ ჩემი კოლეგები როცა ჩემი პრემიერობის კანდიდატობის საკითხი მე არ დამისვავს და მით უფრო როგორც ამბობენ საკითხი განხილულიც არ ყოფილა .

ეხლა რაც შეეხება პრემიერ მინისტრობის კანდიდატობის საკითხს:

მიგვაჩნია, რომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა ვთვლით საპარლამენტო მოდელის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით სასურველია მოხდეს კანდიდატის და სამთავრობო გუნდის დასახელება, რადგან გუნდის დასახელებით ამომრჩეველს მეტი დამაჯერებლობა და სიცხადე შეექნას იმ პროგრამებისა და დაპირებების მიმართ რაზეც არა გაურკვეველი და ჰიპოტეტური პირები აიღებენ პასიხისმგებლობას, არამედ რეალური და კონკრეტული ადამიანები მომავალი სამთავრობო გუნდიდან .

შესაბამისად შეცდომაა კანდიდატის დასახელების თანამდებობების დანაწილების ნეგატიურ კინტექსტში გაგება , რადგან ვთვლი რომ კამპანიაში გვჭირდება მეტი სიცხადე და დამაჯერებლობა

გვაქვს ამის შესაბამისი დასაბუთება და მეტი არგუმენტი რასაც აუცილებლად წარვუდგენთ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს.

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, რადგან გვაქვს მექანიზმი, რომელიც სამართლიანად არა ძალის, არამედ საღი აზრის და უკეთესი შედეგის მიღწევის ლიგიკიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მათ შორის საერთო პრემიერ მინისტრის კანდიდატის თაობაზე.

გარწმუნებთ არსებობს ამის მექანიზმები და ყველაფერი იქნება სწორად და სამართლიანად იმ უმთავრესი მონაპოვრის, ჩვენი ერთობის დაცვით. და იმის გათალისწინებით რომ ჩვენ თანამდებობებს კიარ ვინაწილებთ, არამდედ მხოლოდ პასუხისმგებლობებს”- აცხადებს ვაშაძე და იქვე დასძენს: “ჩვენ პრემიერის კანდიდატურა უნდა დავასახელოთ, რადგან ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ ადამიანებს”.

admin
ავტ.: admin ივნისი 2, 2020 12:45

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics