გიორგი ვაშაძე: ევროპარლამენტარის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ასოცირება „სიბეცეა”

გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ მსგავსი შეფასების გაკეთება სირცხვილია.

როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, კრიტიკის გამო ევროპარლამენტარის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ასოცირება „სიბეცეა”.

„სიბეცეა და არაადეკვატურია, როცა ევროპარლამენტარზე საუბრობ, რომ ნაციონალია. ამაზე მეტი სიურცხვე რა შეიძლება ჩაიდინოს. აი, ეს იქნება, რაც მათ მოუღებს ბოლოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე. მისი თქმით, დეპუტატებს არასწორ ინფორმაციას აწვდის ოპოზიცია. მისივე თქმით, განცხადებებს ავრცელებენ ერთი და იგივე ადამიანები, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციას ერთი და იგივე ხაზი აქვს გაჭრილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხაზებით მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა რვა მარტის შეთანხმების შესრულებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიშეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ძებნილ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა კორონავირუსი ისე, რომ ის არც კი მოხვედრილა ციხეში