გიორგი ვაშაძე: ეს არის პოლიტიკური თამაში – მარაზმი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

გედევან ფოფხაძის ინიციატივას 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება და ამ ინიციატივას მარაზმს უწოდებს:

„ეს არის პოლიტიკური თამაში მარაზმი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბროს და ახალი ინიციატივებით გამოვიდეს, იმას, რაც დღეს კანონით განმტკიცებულია და საქართველოს კანონი ისედაც სცნობს ქალისა და მამაკაცის ქორწინებას, პოპულისტურ, ბინძური, მორუსულო ტექნოლოგიით სურთ, რომ ხალხს შეუქმნან ისეთი შთაბეჭდილება თითქოს რაღაც პრობლემაა ამ კუთხით, მე მსურს საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღევანდელი სამოქალაქო კოდექსი უშვებს მხოლოდ და მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინებას, არავინ არ გეგმავს ამ მუხლის შეცვლას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფოფხაძის თქმით, საკონსტიტუციო განხილვების დროს, რომელიც ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მოსახლეობაში ეს სურვილი გამოიკვეთა. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, ამომრჩევლებს მოუწევთ პასუხი გასცენ, სურთ თუ არა, რომ კონსტიტუციაში ოჯახის ერთობის განმარტების შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს.

banner
წინა სტატიაში,,ტურიზმის სექტორს მოვუწოდებ, ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში”
შემდეგი სტატიაშალვა რამიშვილმა პროკურატურას მიმართა