“გიორგი ვაშაძე, ერთობა -ახალმა საქართველომ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაასახელა

“გიორგი ვაშაძე, ერთობა -ახალი საქართველოს” ლიდერმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაასახელა:

“1. ისნის რაიონში მე-10-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატია თეონა ჭალიძე- 2013-14 წლებში მუშაობდა ნავთლუღის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ. არის ,,ახალი საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ასევე ,,ახალი საქართველოს” სოციალურ სამსახურის ხელმძღვანელი.

2. ვაკის მე-2-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატია გიორგი ჩოჩია- პროფესიით ფინანსისტი, დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლა. არის თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სისხლის სამართალის მაგისტრი .ამჟამად გააჩნია საკუთარი ბიზნესი სამშენებლო სფეროში.

3. საბურთალოს მე-6-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატია თამთა შამათავა – პროფესიით ფილოლოგი, დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მაგისტრი.

დაამთავრა საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი.

ამჟამად, კიევის უნივერისტტეში კითხულობს ლექციებს ინგლისურ ენაში.

ახლახან დაბრუნდა პოლონეთიდან, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიდა ინგლისურ ენას.

აქტიურად მონაწილეობდა ევროპის წამყვან ქვეყნებში გამართულ სხვადასხვა კონფერენციებში.

4 . საბურთალოს მე-4-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატია დავით შაშიაშვილი- პროფესიით იურისტი. დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო პრაქტიკა დაიწყო საადვოკატო საქმიანობით, მუშაობდა 2004 წლის მოწვევის პარლამენტში იურისტად.

2006-7 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მრჩევლად იურიდიულ საკითხებში, ხოლო შემდგომ ისნის რაიონის საპასპარტოს უფროსად.

ასევე მუშაობდა საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციაში შიდა აუდიტის სამსახურში. ბოლო 10 წელია ეწევა საადვოკატო საქმიანობას.

5. . გლდანის რაიონის 23-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატია ნანა ტოხვაძე- 2009 წელს მიენიჭა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.

აქვს დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება, მუშაობდა საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში.

2013 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა დიასპორული ორგანიზაცია “კულტურული დიალოგი”, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საგანმანათლებლო პროექტს “ქართული სკოლა ათენში“.

ევროპიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩართულია პროექტებში – „სამოქალაქო განათლება და მშვიდობის მშენებლობა“ („კავკასიური სახლი“), კონფლიქტების მართვა: სამხრეთ კავკასიის სიტუაციური ანალიზი (GIPA).

საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაციის მენეჯმენტი, ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის 2012 წლის კურსდამთავრებული (GIPA). აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, არის მრავალი სამეცნიერო სტატიისა და თარგმანის ავტორი.

6. ნაძალადევის მე-19-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატია თინათინ დარბაიძე- დამთავრებული აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა. ასევ

დამთავრებული აქვს კულტურული ტურიზმის მენეჯერის სამაგისტრო პროგრამა.

აქვს კერძო სექტორში მენეჯერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

7. ისნის მე-8-ე ოლქში ჩვენი კანდიდატია შაქრო-აივაზიანი

პროფესიით გახლავთ ეკომონისტი. სწავლობდა რუსეთში , ქ. სურგუთის სახელმწოფო უნივერსიტეტში.

ამჟამად დაკავებული საკუტარი ბიზნეს-საქმიანობით.

8. ისნის მე-9-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატია გიორგი ხაბურზანია- დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

აქვს 8 წლიანი სტაჟი ქ. თბილისის მერიაში მუშაობის. წლების განმავლობაში მუშობდა რმდენიმე არასამტვრობო ორგანიზაციაში.

9. სანზონის მე-20-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატია ნათია ტაბლიაშვილი- დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი- საერთაშორისო ურთიერთობების მიმარტულებით. დამთავრებული აქვს ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი ინტეგრირებული მარკეტინგ კომუნიკაციების მიმართულებით, ასევე დამტავრებული აქვს ლიდერთა სკოლა.

არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ამჟამად დაკავებულია საკუთარი ბიზნესით.

10. სამგორის მე-14-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატია გიორგი კუპატაძე-პროფესიით ელექტრული ტრანსპორტის სპეციალისტი.

2002 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს რკინიგზაში.

11. გლდანის 25-ე ოლქში ჩვენი კანდიდატია ზვიად ბარამიძე. პროფესიით არის მშენებლობის ექსპერტი. დაამთავრა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს თბილისის ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმი.

აქვს 18 წლიანი გამოცდილება ევროპულ სამშენებლო სფეროში მუშაობის.

12. სამგორის რაიონის მე-13-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატია დარეჯან ყანდაშვილი- პროფესიით ეკონომისტი. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი მაგისტრი.

მუშაობდა ქ. თბილისის ვაჭრობის დარგის ხელმძღვანელად სტატისტიკურ სამმართველოში.

აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში, მისი უშუალო მონაწილეობით სამგორის რაიონში მოგვარდა ბევრი პრობლემატური საკითხი და გაკეთდა საზოგადოებისთვის სასარგებლო არაერთი საქმე. კენჭს იყრის სამგორის რაიონის მე-13-ე მაჟორიტარულ ოლქში.

13. ავჭალის 22 –ე მაჟორიტარულ ოლქში, ჩვენი კანდიდატი არის ირაკლი შეთეკაური- პროფესიით ეკონომისტ–მენეჯერია, დამთავრებული აქვს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი,

არის არასამთოვრობო ორგანიზაცია– ევროპულ დემოკრატიული ცენტრის თავმჯდომარე.

არაერთი საინტერესო პროექტის ავტორი და ორგანიზატორი საარჩევნო სფეროსა და საგანმანათლებო პროგრამების მიმართულებით.

14. გლდანის 24- ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატი არის ნინო შუკვანი- დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ფილოსოფიის მიმართულებით. არის პოლიტიკის ფილოსოფიის მაგისტრი. იყო ფილოსფიის სამეცნიერო წრის წევრი და მრავალგზის სტიპენდიანტი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებსა და სხვადასხვა პროექტში. იყო თსუს თვითმართველობაში, განათლების დეპარტამენტის წევრი.

15. სამგორის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, ჩენი კანდიდატია სერგო გიგანი – დაამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატი, პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულებით.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში.

მუშაობდა შსს-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საავიაციო უშიშროების სამმართველოში.

16. ნაძალადევის მე-12-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანდიდატი არის ბექა ბაღნაშვილი- პროფესიით ჟურნალისტი, დამთავრებული აქვს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

2013-2014 წლებში მუშაობდა ჟურნალისტ-რეპორტიორად არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი”-ს საინფორმაციო სამსახურში “სამოქალაქო პრესა”.

2014-2015 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ში ახალი ამბების ოპერატორად.

17. ნაძალადევის რაიონის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი კანიდატი არის ვახტანგ დიდებულიძე- პოფესიით პედაგოგი. ამ სფეროში აქვს საკმადო დიდი გამოციდილება ავტორი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის. დამთავრებული აქვს სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური ინსტიტუტი.

18. ჩუღურეთის მე-15- ე მაჟორიტარულ ოლქში ჩენი კანდიდატი არის მიხეილ გელუკაშვილი – პროფესიით ფილოლოგი, ლიტერატურადმცოდნე, პროფესორი.

20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 350-მდე პუბლიკაციის ავტოერი, მათ შორის ერთი მონოგრაფიის.

პირველი ადგილობრივი არჩევნების (პრეფექტურების) დეპუტატი.

ამჟამად არის ნიკო ფიროსმანის ფონდის პროექტების მენეჯერი.

19. დიდუბის მე-16-ე მაჟორიტარულ ოლქში, ჩენი კანდიდატი არის ჟანა მაჩალაძე- დამთავრებუილი აქვს საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები.

მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა სახის პროექტებსა თუ კონფერენციებში , მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში.

20. კრწანისის მე-7-ე მაჟორიტარულ ოლქში, ჩვენი კანდიდატი არის ასმათ იმერლიშვილი- დამთავრებული აქვს თელავის გოგებაშვილის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი სამართალმცოდნებოის მიმართულებით.

„ქალები საქართველოს“ დამფუძნებელი.

მუშაობდა აღმასკომის მდივნად ასევე თელავის ინსტიტუტში პედაგოგად”,- წარადგინა კანდიდატები გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსთავქალაქობა – რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს რუსთავში
შემდეგი სტატიაგანზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს