19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: ყველამ კარგად იცის, რომ საქმეში არაფერი არ დევს

ბრალის დადგენილება ცარიელი ფურცელია – ნახსენებიც არ ვარ, მტკიცებულებაც არ არის, საქმეში ყალბი ან ცრუ ჩვენებაც არ არის – დარწმუნებული ვარ, ეს საქმე მალე შეწყდება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის, მათ შორის არ არის ყალბი ან ცრუ ჩვენებაც.

„ყველამ კარგად იცის, რომ საქმეში არაფერი არ დევს. პროცედურაა, სადაც თვეში ერთხელ უნდა ვიაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე მალე შეწყდება, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პატიმარს თავისუფლებაზე ვიხილავთ და ეს უსამართლობა დასრულდება. ბრძოლა გრძელდება და მყარად და მხნედ ვართ.

ბრალის დადგენილება ცარიელი ფურცელია, რომელზეც სახელი და გვარი წერია და მედავებიან, რომ 15 წელი უნდა ჩამსვან ციხეში. განცხადებებიც არ არის ჩემი. როდესაც ბრალის დადგენილება ჩამბარდა, მაშინ ციხეში ვიყავი და ადვოკატს 1 კვირის განმავლობაში ვეკითხებოდი – რაიმე ხომ უნდა იდოს საქმეში მეთქი, ნახსენებიც არ ვარ, მტკიცებულებაც არ არის. საქმეში ყალბი ან ცრუ ჩვენებაც არ არის, ანუ ეს საქმე არის ცარიელი ფურცელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე – აქცია და მსვლელობა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება