გიორგი ვაშაძე: “დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს — ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა”

“ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე იმეორებს ერთსა და იმავეს — თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა. სინამდვილეში კი, რაც დრო გადის, საქართველო უფრო დაუცველი, იზოლირებული და მიტოვებული ხდება.

დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს —

ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა.

რა მოუტანა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანას?

• მეტი დაუცველობა

• მეტი სიღარიბე და ხალხის გაღატაკება

• მეტი კრიზისი, ქაოსი, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია

რეჟიმს აშკარა ბზარები გაუჩნდა –ეს უსისტემო გადაადგილებები და თანამდებობებზე კარუსელი აჩვენებს ერთ რამეს:

პროტესტი მუშაობს. სანქციები ჭრის. რეჟიმი ირყევა.

ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ!

ჩვენი გზა – თავისუფლება, დაცულობა და განვითარება.

მათი გზა – შიში, სიღარიბე და დაუცველობა.”-აცხადებს გიორგი ვაშაძე

banner
წინა სტატიაშიThe Banker: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია საქართველოში
შემდეგი სტატიასაბა სორდიას გაუგრძელეს იზოლატორში ყოფნის ვადა