29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

გიორგი ვაშაძე: დარწმუნებული ვარ, 26 მაისს ბევრნი ვიქნებით

„ოპოზიციის ალიანსის“ ლიდერები „კარდაკარის“ კამპანიის ფარგლებში მეტროსადგურ „დიდუბესთან“ მოსახლეობას ხვდებიან.

ლიდერები, მოსახლეობას 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ინფორმაციას აწვდიან და აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისს ბევრნი ვიქნებით. ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და ჩვენ პირადად გადავცემთ მოსაწვევს. ეს არის ერთიანობის დღე. ჩვენ არა თუ უკან არ ვიხევთ, არამედ ერთად ვდგავართ და ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს წინ ვერაფერი დაუდგება.

ვაგრძელებთ კამპანიას, დღეს „დიდუბეში“ ვართ და კამპანიას ვაგრძელებთ. განწყობა პოზიტიურია. ხვალ გლდანში გადავინაცვლებთ და მთელ თბილისს მოვივლით“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, „ოპოზიციის ალიანსმა“ „კარდაკარის“ კამპანია თბილისში 11 მაისს დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის სამეფო ოპერის თეატრი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს
შემდეგი სტატიალუკაშენკო: ჩვენ ვემზადებით ომისთვის