გიორგი ვაშაძე დაინტერესებულ ადამიანებს სამუშაო შეხვედრას სთავაზობს

„ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ”ფეისბუქის” პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს. გიორგი ვაშაძე დაინტერესებულ ადამიანებს 5 ნოემბერს, შეკრებისა და დისკუსიისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აუცილებელია შეიქმნას წარმატების ქართული მოდელი, ამაში კი მონაწილეობა უნდა მიიღოს ფართო საზოგადოებამ.

„ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც არჩევნების შემდეგ გვწერთ. გპირდებით, რომ ვიქნებით ძალიან აქტიურები. ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი, უნდა დავინახოთ განვითარების რა შესაძლებლობები გვაქვს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას და განვვითარდეთ, გამოსავალი არის ვიყოთ ინოვაციურები, არასტანდარტულები და დავისახოთ ზე მიზანი. უნდა ვიყოთ ამბიციურები და დავნერგოთ ინოვაციური მიდგომები. ჩვენი მიზანია, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში და ფართო საზოგადოებამ მიიღოს წარმატების ქართული მოდელის შექმნაში მონაწილეობა, მოხდეს ინტელექტუალური პოტენციალის კონსოლიდაცია. კარგი საქმეების კეთება ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც შეიძლება. სწორედ ამიტომ, კვირას, 15:00 საათზე, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე კაფე „დაუნთაუნში“ ველოდები ყველა დაინტერესებულ პირს „- ნათქვამია გიორგი ვაშაძის ვიდეო მიმართვაში.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, უნდა მოხდეს ისეთი საქართველოს მშენებლობა, სადაც ხალხს უხარია ცხოვრება. ვაშაძეს მიაჩნია, რომ გამოსავალი სწორი და ინოვაციური რეფორმებია.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა ბავშვები დალოცა
შემდეგი სტატიადიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია