გიორგი ვაშაძე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს რეგიონში, სადაც ჩვენი მეზობელი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი

ერთადერთი მნიშვნელოვანი ვალი, რაც ამ ბიჭების წინაშე გვაქვს, არის ის, რომ დღედაღამ ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს და წინ წავიდეს, რომ ქვეყნის დეოკუპაცია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, – ამის შესახებ გიორგიო ვაშაძემ მახუთგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან დანაცხადა, სადაც პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს რეგიონში, სადაც ჩვენი მეზობელი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი. არც რვა წლის წინ დაწყებულა ოკუპაცია, დღემდე გრძელდება ეს ყველაფერი და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაც არის ნათელი მაგალითი, იმისა თუ როგორ ეწირებიან ახალგაზრდა გმირები და ბიჭები ამ ოკუპაციას“, -განაცხადა ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, საქართველოში საომარი მოქმედებები გამოძიებულია და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია.

„საქართველოში ეს საომარი მოქმედებები გამოძიებულია, ამაზე იყო საპარლამენტო კომისიაც შექმნილი. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია და პოლიტიკური სპეკულაციები, ომთან დაკავშირებით საერთოდ არასწორად მიმაჩნია. ყველა უნდა გავერთიანდეთ იმ აზრის გარშემო, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. მას აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული“,- აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“ბრძოლა გაგრძლედება, ვიდრე არ დავამტკიცებთ საერთაშორისო დონეზე, რომ აგვისტოში მომხდა ეთნიკური წმენდა, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამება და მკვლელობა”
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: 8 წლის შემდეგ ის ტრაგედიაც და ტკივილიც რვაჯერ უფრო მძიმედ აღიქმება