გიორგი ვაშაძე : ჩვენ ერთი რამე გვსურს – საქმის კეთების დაწყება ქვეყანაში და ამას ეღობება „ქართული ოცნება“

ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება და რეგიონებში გასვლას იწყებს, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე, პირველ ეტაპზე ინდივიდუალურ, ხოლო მეორე ეტაპზე ერთობლივ გასვლებს აანონსებს. მისი თქმით, ოპოზიციას მყარი გეგმა აქვს წარმოდგენილი, რომელიც საბოლოოდ გამარჯვების მთავარი დასაწყისი იქნება.

„პირველ ეტაპზე ინდივიდუალური გასვლები გვექნება რეგიონებში, შემდეგ უკვე ერთობლივი გასვლები. ვემზადებით 4 აპრილისთვის. რაც მთავარია გვაქვს ძალიან კონკრეტული, ცხადად წარმოდგენილი გეგმა, როგორ უნდა მივიყვანოთ ეს პროცესი საბოლოო გამარჯვებამდე იმიტომ, რომ ჩვენ ერთი რამე გვინდა – საქმის კეთების დაწყება ქვეყანაში და ამას ეღობება „ქართული ოცნება“. მემგონი ყველას ყელში ამოგვივიდა, ეს მართლაც ბანდიტური დაჯგუფება, რომელიც მოაჯდა ქვეყანას და მხოლოდ საკუთარი სიკეთისთვის იყენებს ხელისუფლებაში ყოფნას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დაუყონებლივ უნდა გაიხსნას – ციხელაშვილი ჰუმანიტარულ კრიზისზე
შემდეგი სტატიადიმიტრი ცქიტიშვილი – ხელისუფლებას ცოტა დრო დარჩა, რათა ოპოზიციას ისეთი საარჩევნო წინადადება წარუდგინოს, რაზეც უარს ვერ იტყვის