გიორგი ვაშაძე: ჩავაბაროთ წარსულს ის პერიოდი, როცა პენსიონერს უწევს საჭმელსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი საპენსიო სესხებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერი ლიდრის თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელი არ არის, ვინაიდან პენსიონერთა რეალურ პრობლემას ვერ აგვარებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება, რათა პენსიონერებისა და მოქალაქეების ძარცვა და გაღარიბება დასრულდეს.

მთავრობის განცხადება საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ნიშნავს, სამწუხაროდ, რომ შემდგომ ოთხ წელიწადში, ფაქტობრივად, ორჯერ მეტი უნდა გადაიხადონ პენსიონერებმა საპენსიო სესხის კუთხით, ვიდრე მათ აქვთ აღებული. 26% კატასტროფაა ხალხო, როგორ შეიძლება ყველაზე მაღალ პროცენტს იხდიდნენ პენსიონერები ქვეყანაში.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ეკონომიკური განვითარება, ჩავაბაროთ წარსულს ის პერიოდი, როცა პენსიონერს უწევს საჭმელსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება, ეს არის ის, რაც გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, სამუშაო ადგილების შექმნა, განვითარება და წინსვლა, რომ ყოველწლიურად პენსიონერს გაეზარდოს პენსია და ეს უბედური, კაბალური პირობების საპენსიო სესხები, ერთხელ და სამუდამოდ, ჩავაბაროთ წარსულს. მძარცველები, რომლებიც პენსიონერების ხარჯზე მდიდრდებიან, უნდა ჩავაბაროთ წარულს.

რაღაც ორ კაპიკს გადაუგდებენ პენსიონერებს, მაგრამ საბოლოოდ მათთვის არაფერი არ იცვლება, ამიტომ, მივმართავ პენსიონერებს, მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, მოვიდა ცვლილებების დრო, ხელისუფლება, რომელიც გძარცვავთ თქვენ, უნდა ჩავაბაროთ წარულს და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, პენსია უნდა იყოს ღირსეული, არ უნდა ძარცვავდეს ის საბანკო სექტორი, რომელმაც 3 მილიარდიანი მოგება დაწერა გასულ წელს და ახლა რაღაც კაპიკები პენსიონერებს და თვითონ ბედნიერები არიან, ეს მიღწევად ვერ ჩაირთვლება, კიდევ ვიმეორებ, ყველა პენსიონერს ოთხი წლის მანძილზე, ორჯერ მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე მათ აქვთ გამოტანილი სესხის სახით, ეს რა სამართალია, სად ვცხოვრობთ და ახლად გამწესებულ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მივმართავ, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კარგია და მისასალმებელია? ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ეს წარმატებად,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიროგორია “ოცნების” დაჭრილი დეპუტატის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი
შემდეგი სტატიარატი იონათამიშვილი – „ვეტინგი“ ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას, რაც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცვლელია