გიორგი ვაშაძე – ბოლომდე დავიცავთ, რომ შენარჩუნდეს თავისუფალი მედია და ოპოზიციური ხმა ქვეყანაში

„რუსთავი 2“ არის მთავარი ოპოზიციური მედია დღეს, მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გავაგონოთ ხალხს და ბოლომდე დავიცავთ იმას, რომ შენარჩუნდეს თავისუფალი მედია და შენარჩუნდეს ოპოზიციური ხმა ქვეყანაში, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. გასაჩივრების მექანიზმი დარჩენილია. აღსრულებაში არ უნდა მიეცეს ის გადაწყვეტილება, რაც არის და უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას სტრასბურგის მხრიდან. რაც შეეხება საქართველოს პროცედურებს, აქ საწარმოებელია შიდა პროცედურები, რომელიც დღეს ტელევიზიის დირექტორმა დეტალურად განმარტა, ადმინისტრაციული საკითხები, რაც გასავლელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მოხდეს სწორი, კანონის შესაბამისი მოქმედებები ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია, „რუსთავი 2“ არის მთავარი ოპოზიციური მედია დღეს, მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გავაგონოთ ხალხს და ბოლომდე დავიცავთ იმას, რომ შენარჩუნდეს თავისუფალი მედია და შენარჩუნდეს ოპოზიციური ხმა ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, აღსრულების რა მექანიზმები არსებობს, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არ უნდა აღასრულოს სტრასბურგის მინისტერიალის გადაწყვეტილებამდე.

„ისევე, როგორც მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში არ აღასრულა იუსტიციის სამინისტრომ და სასჯელაღსრულებამ არ გაათავისუფლა პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილი და თქვა, რომ ველოდები გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, ზუსტად ისეთივე მექანიზმია აქაც. რადგან ვამბობთ, რომ სტრასბურგის მინისტერიალმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, დაველოდოთ იმ საბოლოო გადაწყვეტილებას და შემდეგ უნდა მოხდეს რეგისტრაცია“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“ დაურეგისტრირა
შემდეგი სტატიასტრასბურგის გადაწყვეტილება – ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს