გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრესთან ერთად

vashadze“თავისუფალი ზონის” წევრი რუსკა მჭედლიძე გიორგი ვაშაძის წასვლას “ნაციონალური მოძრაობიდან” ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს და რუსთავში, დღევანდელ შეხვედრაზე, გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, სადაც გიორგი ვაშაძემ, ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრესთან ერთად, რუსთაველ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

ეს ფოტო დღეს, რუსთავშია გადაღებული, ამ ფოტოში ჩანს პიროვნება ვინმე ალექსანდრე კობაიძე, რომელიც “ქართული ოცნების” დაარსების დღიდან ბიძინა ივანიშვილის ინტერესების რეალიზატორია დღემდე.

დღეს გიორგი ვაშაძე ალექსანდრე კობაიძესთან გაერთიანდა და რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდა, აქედან გამომდინარე ეჭვები და კითხვები ზედმეტია, ვაშაძე ივანიშვილის პროექტია.

ცნობისთვის ალექსანდრე კობაიძე ემზარ კვიციანის ადვოკატია, მელორ ვაჩნაძისა და გიორგი გაბედავას ძმაკაციც!

ალექსანდრე კობაიძის აქტიურობიდან გამომდინარე, მისი მეუღლე (ჩემი ჯგუფელი) რუსთავის მერიაში, ააიპ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა”, – წერს რუსკა მჭედლიძე.

წყარო

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე:არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად
შემდეგი სტატიალანჩხუთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა