გიორგი ვაშაძე – ბატონო ირაკლი, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას, როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას?!

“ბატონო ირაკლი, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას?! დღეს მთავარი კითხვა საქართველოში არის,თუ როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას.” – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ- მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ციფრებით მანიპულაცია ემიგრაციას, დემოგრაფიულ პრობლემებსა და სხვა გამოწვევებს ვერ მოაგვარებს.

ვაშაძის თქმით, საზოგადოების ინტერესის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, თუ როგორ აპირებს ახალი მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნას:

“ბატონო ირაკლი, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას? დღეს მთავარი კითხვა საქართველოში არის, თუ როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას.

ბატონო ირაკლი, ციფრებით მანიპულაცია და მითუმეტეს, ტრაბახი, ვერც ერთ შემთხვევაში, ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, ვერც ემიგრანტებს დააბრუნებს საქართველოში და ვერც უმძიმეს დემოგრაფიულ ფონს გამოასწორებს.
შესაბამისად, N1 პრობლემა გვაქვს – სამუშაო ადგილების არ არსებობა ქვეყანაში. ამიტომაც, სამჯერ გაგიმეორებთ:
როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას?! როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას და კიდევ ერთხელ, როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას?!

თქვენს ვიცე- პრემიერად დაასახელეთ ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც ასევე თქვენს გუნდთან ერთად მოიტანა უმუშევრობა, ემიგრაცია და უკიდურესი სიღარიბე. თქვენ ამაზე გვეუბნებით, რომ მოგწონთ ეს ტემპი და არაფრის შეცვლას არ აპირებთ, ამიტომ საზოგადოების მთავარი კითხვაა – რის გაკეთებას აპირებთ? როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში? ეს არის ჩემი მთავარი კითხვა!”-განაცხადა ვაშაძემ

banner
წინა სტატიაში„მაინტერესებს თქვენი პოზიცია სამაჩაბლოსა და სამეგრელოსთან მიმართებაში“ – მოწერელიას კითხვა კობახიძეს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – ელიტა ზემდიდარია, ხალხი უკიდურესად გაჭირვებული, კობახიძე კი გვპასუხობს, რომ ეს დოვლათის თანაბარი განაწილებაა, ის ხალხის პრობლემებს სრულიად მოწყვეტილია