გიორგი ვაშაძე – აუცილებლად გაკეთდება საგამოძიებო კომისია, ოღონდ უკვე ჩვენი წესებით

აუცილებლად გაკეთდება საგამოძიებო კომისია, ოღონდ უკვე ჩვენი წესებით – გამოძიებული იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები აქვთ, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას საფრთხის ქვეშ არ დააყენებენ და საგამოძიებო კომისიის შექმნამდე, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება უნდა დაიწყოს.

„ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია მათ არ მივცეთ საშუალება არიონ საკანონმდებლო პროცესი, მისაღები გვაქვს საარჩევნო კოდექსი, თვიმმართველობის ორგანულ კანონში ცვლილებები და მისაღები გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები. როგორც კი ეს ყველაფერი იქნება, პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად გაკეთდება საგამოძიებო კომისია, ოღონდ უკვე ჩვენი წესებით, გამოძიებული იქნება 2020 წლის არჩევნები, ჩემი აზრით, ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც იყო გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევა. ყველაფერს აქვს თავისი დრო. ახლა მე შევიდე მათ მიერ წამოწყებულ საგამოძიებო კომისიაში, მათ მიერ დადგენილ პროცედურებში მივიღო მონაწილეობა, ამას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, დადგება დრო, 50 ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, ჩვენ მოვახდენთ ახალი საგამოძიებო კომისიის ინიცირებას და ჩვენ გამოვიძიებთ როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2018 წლის საპდეზიდენტო არჩევნებს,“ – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიფინეთი მზად არის პუტინ-ბაიდენის შეხვედრას უმასპინძლოს
შემდეგი სტატიაბორჯომში გაფიცვა გრძელდება – პროტესტის მონაწილეები აქციისთვის ემზადებიან