გიორგი ვაშაძე – არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდთან დიალოგისთვის მზად არის

“ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მანამდე ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ოპოზიციის შიგნით კონსულტაციები გაიმართება.

“ახალი საქართველოს ” ლიდერი გიორგი ვაშაძე ითხოვს, რომ მმართველ გუნდთან შეხვედრები არამხოლოდ ბარიერის საკითხზე, არამედ მთლიანად საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაიმართოს.

“საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ფუნდამენტური განხილვა სჭირდება, ცალკე ამოგლეჯილად ინიციატივებზე საუბარი აზრს მოკლებულია. ოპოზიციის ერთიანობამ შეძლო ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია და ეძებს გამოსავალს იმ ჩიხიდან, სადაც თვითონ შეიყვანა საკონსტიტუციო პროცესი. უბარიერო სისტემას ცალკე დამოუკიდებლად არ განვიხილავ. ვფიქრობ 3%-ანი ბარიერი, რაზეც იყო საუბარი ვფიქრობ ნორმალურია, დანარჩენი უკვე მნიშვნელოვანია განვიხილოთ, რა ცვლილებებზე ვთანხმდებით. მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ. ვერ იქნება მმართველი გუნდიდან ისეთი წინადადება, რომ შეხვედრა მხოლოდ უბარიეროზე გაიმართოს, წინადადება უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვირუსის ბლოკატორები