გიორგი ვაშაძე – არ მაინტერესებს არანაირი დაფინანსება, დაფინანსება არის ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა, ესაა მთავარი გიორგი ვაშაძე – არ მაინტერესებს არანაირი დაფინანსება, დაფინანსება არის ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა, ესაა მთავარი

არ მაინტერესებს არანაირი დაფინანსება. დაფინანსება არის ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა, ესაა მთავარი, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დაფინანსების საკითხზე აქცენტირებით ცდილობს, ვიღაცებს მანდატებზე ხელი ააღებინოს.

„რამდენჯერაც საჭირო იქნება განცხადებების დაწერა მანდატებზე, იმდენჯერ დავწერთ. 25-შიც დავწერთ და მივაწვებით კიდეც ბოლომდე ამ თვითმარქვია ადამიანებს, რომ დაუყოვნებლივ კენჭი უყარონ ამ საკითხს. ვინც არ დაწერს ამ მანდატებზე განცხადებას, პირდაპირ ვამბობ, ეს არის ორმაგი თამაში და დარწმუნებული ვარ, ამ ორმაგ თამაშში არავინ არ შევა. დაფინანსება სპეციალურად აქვთ ჩადებული, ვიღაცას რომ ხელი ააღებინონ მანდატების საკითხზე. რა დაფინანსებაზეა საუბარი, როცა თვითმარქვია ადამიანები მართავენ ქვეყანას და ხელისუფლება აქვთ მიტაცებული და ხალხს ართმევენ მომავალს?! რა დაფინანსებაზე ვლაპარაკობთ?! არ მაინტერესებს არანაირი დაფინანსება. დაფინანსება არის ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა, მეტი არაფერი, ეს არის მთავარი“, – აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს
შემდეგი სტატიაოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმას სახიფათო ესკალაცია უწოდა