გიორგი ვაშაძე – არ დავმალავ, არის საუბარი გაერთიანებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე

არ დავმალავ, არის საუბარი გაერთიანებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე, – აცხადებს ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„2018 წელს „ძალა ერთობაშია“ ჩამოყალიბდა და ფანტასტიკური შედეგი აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებზე, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა მოვიპოვეთ, ოპოზიციურმა პარტიებმა ჩამოაყალიბეს ფართო ოპოზიციური გაერთიანება მაჟორიტარული ბლოკების გაერთიანების სახით, რაც არის სამომავლო კონკურენტული კოალიციური მმართველობის საფუძველი.

არ ვიცი, გადის „ნაციონალური მოძრაობა“, როგორი ფორმით იქნება, ამაზე საერთო განცხადებას გავაკეთებთ უახლოეს დღეებში, რადგან დიდხანს ვერ გაიწელება ეს პროცესი. ჩემი აზრით, ეს უნდა მოხდეს ძალიან კონსტრუქციულად, მშვიდობიანად იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა, რომელიც არის ხალხის ნდობა, მოვიპოვოთ მაქსიმალურად.

არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე, არ დავმალავ, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა კითხოთ მათი საბოლოო პოზიცია.

შესაძლებელია, თერთმეტივე პარტიამ ცალ-ცალკე სუბიექტებად მიიღოს მონაწილეობა არჩევნების პროპორციულ ნაწილში, მაგრამ მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება შეხვედრებს, მას „ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: არ გაქვთ თქვენ პოლიტიკური და მორალური უფლება, რომ კითხვის ნიშნები დასვათ
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას სურს არჩევნების გადადება, მათ არ სურთ არჩვენებში მონაწილეობა