გიორგი ვაშაძე – ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ყოველთვის, საქმით ამტკიცებს ერთგულებას საქართველოს, ქართველი ხალხის, მისი დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ

“ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ყოველთვის, საქმით ამტკიცებს ერთგულებას საქართველოს, ქართველი ხალხის, მისი დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ.

“მეგობარი აქტის” ხელახალი ინიცირება, რომელიც ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის წევრების სანქცირებას ითვალისწინებს, ამის ნათელი დადასტურებაა.

ამ აქტის ორპარტიული მხარდაჭერა ძალასა და ყველანაირ საფუძველს აცლის ივანიშვილის პროპაგანდას, რომ თითქოს 20 იანვრიდან ვითარება მათ სასარგებლოდ შეიცვლებოდა.
პირიქით, მეგობრებო, ტრამპი და მისი ახალი ადმინისტრაცია კიდევ უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებენ და სულაც არ ფიქრობენ, საქართველო და თავისუფლებისთვის მებრძოლი სხვა ხალხები დატოვონ მარტო დიდ, ავტორიტარულ რეჟიმებთან.

ის, რაც ხდება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, არის ხალხის საერთო ძალისხმევის მონაპოვარი და ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე. მის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანაში თავისი სიტყვა უნდა თქვას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც ორი მთავარი საკითხის ირგვლივ – ახალი არჩევნებისა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების საკითხში – ხალხი ერთიანობას სთხოვს” – განაცხადა ვაშაძემ

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ ოქტომბრის არჩევნები, რომელსაც ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ შოკისმომგვრელი გამარჯვება მოჰყვა, ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა
შემდეგი სტატიაპაატა მაჯგალაძე – ქართველი ხალხის ძალისხმევამ, 40-დღიანმა აქციებმა შედეგი გამოიღო – აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს, რომ რეჟიმი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას, ხელისუფლებას ჩამოაშოროს