გიორგი ვაშაძე – ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი – მივმართავ ოპოზიციურ ლიდერებს, დავდგეთ ერთად საქართველოსთვის

ივანიშვილმაც, კობახიძემაც და მოძალადე პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, წაქცეულ ბავშვებსა და ქალებზე ანგარიშსწორება დაუსჯელი არ დარჩება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ძალადობას ერთიანობა უნდა დაუპირისპირდეს და ოპოზიციური პარტიებსა და მათ წევრებს ერთად დგომისკენ მოუწოდებს.

„ივანიშვილმაც, კობახიძემაც და მოძალადე პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, წაქცეულ ბავშვებსა და ქალებზე ანგარიშსწორება დაუსჯელი არ დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ლაჩრულად იმალებით, აუცილებლად მოგიწევთ ყველას პასუხისგება. ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს, და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი, რომელიც ძალადობს საკუთარ ხალხზე.

ამ ტოტალურ ძალადობას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა: ერთიანობა ჩვენი დაკავებული პატრიოტების მიმართ რეჟიმის კლანჭებიდან გამოხსნის საქმეში, ერთიანობა დაშავებულების მოვლასა და ყურადღებაში.

მივმართავ ოპოზიციურ ლიდერებსა და ჩემს მეგობრებს, დავდგეთ ერთად საქართველოსთვის” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ჩვენი გუნდის ათეულობით წარმომადგენელია დაკავებული, ზოგს ჯერ კიდევ ვერ ვპოულობთ
შემდეგი სტატიასაია: მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი