გიორგი ვაშაძე: ადგეს ახლა გომელაური, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს ჯარიმა

“ადგეს ახლა გომელაური, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს ჯარიმა”, – ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრზე, თეა წულუკიანზე.

“ფაქტი არის ამაზრზენი, ამორალური, ყოველგვარ ნორმას და პრინციპს გადასული. რომელ ქვეყანას უნდა შევადაროთ, არც ვიცი. მინისტრის მხრიდან ასეთი ქმედება საჯარო სივრცეში არც არსად მინახავს საერთოდ. დემონსტრირება სურდა, კითხვაზე პასუხი რომ არ აქვს, გადადის აგრესიულ ქმედებაზე.

ადგეს ახლა გომელაური, დაიცვას პოლიციელის მუნდირი, წავიდეს და თეა წულუკიანს გამოუწეროს 4 500-ლარიანი ჯარიმა, ან, მეორე ვარიანტია, მოითხოვოს სასამართლოში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა”. – ამბობს ვაშაძე.

22 ივლისს თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია წულუკიანზე: ქვეყანას ასეთი პოლიტიკოსი რომ ჰყავს, თუ მას გავლენა აქვს, უკვე კატასტროფაა
შემდეგი სტატიაკარგი იქნებოდა, რომ მელიასთვის დაეჭირა მხარი ყველა ოპოზიციურ პარტიას-ნიკა მელიას ექნება ჩემი მხარდაჭერა